ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის შემოსავალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა

Box Office Set

ფილმი ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა მილიარდერთა კლუბს შეუერთდა.

მრავალფილმიანი ფრენჩაიზის პირველმა ნაწილმა მილიარდიანი ბარიერის გადალახვა ჩინეთში გამართული 3D და IMAX-ჩვენებების ხარჯზე შეძლო. ჩინეთის 594 კინოთეატრმა 14 აგვისტოდან დღემდე მხოლოდ ჰარი პოტერის შემქმნელებს $2 100 000 მოუტანა.

ამ დროისთვის 2001 წელს გამოსულ სურათს $1 001 260 000 აქვს მოგროვებული. საგის კიდევ ერთი, დასკვნითი ნაწილი ასევე მილიარდერების სიაშია, 2011 წელს გამოსულმა ფილმმა პროდიუსერებს 1.34 მილიარდი დოლარი მოუტანა.

ახლო მომავალში ჩინეთის კინოგაქირავებაში განმეორებით ჩაეშვება კრისტოფერ ნოლანის Inception-ი.

კომენტარები