საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებელი იუმორისტულ გადაცემა ფსკერს გაშარჟების გამო უჩივის

ფორმულა/ფსკერი

საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელეკომპანია ფორმულას იუმორისტულ გადაცემა ფსკერს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უჩივის. ინფორმაციას ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს. 

სკეტჩი, რომლის გამოც საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაცემას უჩივის, ეთერში 11 აგვისტოს გავიდა. ფსკერის მსახიობები საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანებსა და ჟურნალისტებს განასახიერებენ და ბიუჯეტიდან პირველი არხისთვის წლების განმავლობაში გაცემულ ათეულობით მილიონ ლარს წყალში გადაყრას ადარებენ. 

სკეტჩში საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის ეთერის ბრენდირებაა გამოყენებული, სწორედ ამ საფუძვლით დაობს პირველი არხი მარეგულირებელში შეტანილ საჩივარში. როგორც ფორმულა იუწყება, საჩივარში საზოგადოებრივი მაუწყებელი სკეტჩს "უნიჭოს" უწოდებს და წერს, რომ მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იყო. პირველი არხი ფორმულასთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. 

კომენტარები