ხანძარი კალიფორნიაში

კალიფორნიაში ხანძარია, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი

GETTY IMAGES

კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოს მიდამოებში ძლიერი ხანძრის გამო ათასობით ადამიანს საკუთარი სახლის დატოვება მოუწია. დაშავდა ოთხი ადამიანი.

კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსონმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ხანძრისგან ყველაზე დიდი საფრთხე ქალაქ ვაკავილს ემუქრება, რომელიც სან-ფრანცისკოსა და საკრამენტოს შორის მდებარეობს. ხანძრის შედეგად ქალაქში 50 ნაგებობა დაიწვა, 50 კი დაზიანდა.

ხანძარი მეხის დაცემამ გამოიწვია. მის გავრცელებას გვალვამ შეუწყო ხელი. ამ კვირაში კალიფორნიაში, სიკვდილის ველზე ისტორიაში ჰაერის ერთერთი ყველაზე მაღალი ტემპერატურა - 54.4° C აღირიცხა.

სოციალურმედიაში გავრცელდა ფოტოები და ვიდეოები, სადაც კვამლით დაფარული სან-ფრანცისკო ჩანს. ქალაქი ხანძრის ეპიცენტრიდან 95 კილომეტრითაა დაშორებული.

კომენტარები