პინოქიო

ახალი პინოკიოს სამსახიობო შემადგენლობა ცნობილია

Entertainment Weekly

ოსკაროსანი რეჟისორი გილერმო დელ ტორო კლასიკური იტალიური ზღაპრის, პინოკიოს ახალ ეკრანიზაციაზე მუშაობას იწყებს.

მომავალ ანიმაციურ ფილმში პერსონაჟებს ქეით ბლანშეტი, კრისტოფ ვალცი, ტილდა სუინტონი, რონ პერლმანი, ტიმ ბლეიკ ნელსონი და ჯონ ტურტურო გაახმოვანებენ. ახლო წარსულში პროექტში მონაწილეობაზე თანხმობა იუან მაკგრეგორმაც განაცხადა.

ახალ პროექტზე ცოტა რამ არის ცნობილი. რეჟისორის თქმით, მისი პინოკიო Disney-ს კლასიკური ანიმაციისგან განსხვავებით ბნელი და საშიში იქნება.

მორიგი ეკრანიზაცია სტრიმინგსერვის Netflix-ზე გამოვა.

 

კომენტარები