თბილისში კორპუსის ფანჯრიდან ხანში შესული ქალი გადმოვარდა და გარდაიცვალა

თბილისში საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან ხანში შესული ქალი გადმოვარდა და გარდაიცვალა – ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს სართულებს შორის მდებარე ფანჯრიდან გადმოვარდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები