კრიმინალი

შორტებით სიარულის გამო მამა-შვილის ცემისთვის პანკისში კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი დააკავეს

კახეთის პოლიციამ პანკისის ხეობაში მომხდარ ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი - 2002 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავა. შორტებით სიარულის გამო მამა-შვილის ცემისთვის 20 აგვისტოსაც დააკავეს ერთი კაცი - 1998 წელს დაბადებული ი.ფ. გელა წელაურსა და მის არასრულწლოვან შვილს სამი ახალგაზრდა 8 აგვისტოს, სოფელ ყვარელწყლის გადასახვევთან დაესხა თავს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, სოფელ ყვარელწყალში, 1971 წელს დაბადებულ პირს და მის არასრულწლოვან შვილს ბრალდებულებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების მიზეზი ჩაცმულობის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა. მომხდარ ფაქტზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირთა პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით" - აცხადებს შსს.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები