ბელარუსი - რუსეთი

მოსკოვში ლუკაშენკოსა და ბელარუსის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

sng.today

მოსკოვში, ბელარუსის საელჩოს წინ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ბელარუსის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შექმნეს. მათ ბელარუსის დროშის და ალექსანდრ ლუკაშენკის გამოსახულებიანი თეთრი მაისურები ეცვათ.

"ლუკაშენკოსთვის! მოძმე ბელარუსისთვის!" -  იყო აქციის მთავარი სლოგანი.

აქციის ერთ-ერთი წევრის განცხადებით, ისინი იმედოვნებენ, რომ არჩევნებში ლუკაშენკოს გამარჯვება კიდევ უფრო განამტკიცებს ბელარუსისა და რუსეთის ურთიერთობას. 

პოლიციას აქციის ჩატარებისთვის ხელი არ შეუშლია და დემონსტრაციამ ინციდენტების გარეშე, მშვიდობიანად ჩაიარა.

გასულ კვირას მოსკოვში ბელარუსის დემონსტრაციების მხარდამჭერი აქციაც გაიმართა, რომელიც პოლიციამ დაარბია.

ბელარუსში აქციები 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს. მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს.

კომენტარები