ფეხბურთი

საბერძნეთში მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი, ჰარი მაგუაერი დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: BBC

საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი, ჰარი მაგუაერი დააკავეს.

ფეხბურთელი კუნძულზე შვებულებას ატარებს. მასთან ერთად კიდევ 2 ადამიანია დაკავებული. მიზეზი პოლიციასთან დაპირისპირება გახდა. როგორც საბერძნეთის პოლიცია აცხადებს, ერთ-ერთ ბარში ორი ჯგუფი ერთმანეთს დაუპირისპირდა, შემდეგ კი, ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე "სამმა უცხოელმა" ოფიცრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მაგუაიერის ადვოკატი, კონსტანტინოს დარივასი ბრალდებებს უარყოფს და აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელი ყველანაირი სასჯელის გარეშე უნდა გათავისუფლდეს.

ჰარი მაგუაიერი მანჩესტერ იუნაიტედში ლესტერ სითიდან გადავიდა. კლუბმა 2019 წლის აგვისტოში მასში 80 მილიონი ფუნტი გადაიხადა, რაც მცველში გადახდილი რეკორდული თანხაა.

თავად მანჩესტერ იუნაიტედის ოფიციალური განცხადებით, კლუბი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია.

"ჩვენ ჰარის დავუკავშირდით. ის საბერძნეთის სამართალდამცავ ორგანოებთან თანაშრომლობს. ამ ეტაპზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ". - განაცხადეს მანჩესტერ იუნაიტედში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილოზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო და ერთი პირი დააკავა

კომენტარები