მკვლელობა რაჭაში

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მამაკაცი საკუთარ სახლთან ახლოს მოკლული იპოვეს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მამაკაცი საკუთარ სახლთან ახლოს მოკლული იპოვეს – ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს თანასოფლელებთან ჰქონდა კონფლიქტი. ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-ს ცნობით, პოლიციას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები