ახალი ბეტმენი

ახალი ბეტმენის ტიზერი გამოვიდა

კინოსტუდიამ Warner Bros. ახალი ბეტმენის პირველი ტიზერი გამოაქვეყნა.

"მე ვარ შურისძიება" – ამბობს რობერტ პატინსონის მიერ განსახიერებული ბნელი რაინდი ერთ-ერთ ეპიზოდში.

მეტ რივზის მიერ გადაღებულ მომავალ ბლოკბასტერში კომისარ გორდონის როლს ჯეფრი რაითი, ხოლო ქალი კატის როლს, ზოი კრავიცი ასრულებს.

რეჟისორის თქმით, ახალი ბეტმენი მარტინს სკორსეზეს, ტაქსის მძღოლის და რომან პოლანსკის, ჩინური კვარტალის გავლენით არის გადაღებული.

ახალი ბეტმენი 2021 წელს გამოვა.

კომენტარები