WW 1984

WONDER WOMAN 1984-ის მთავარი ტრეილერი გამოვიდა

კინოსტუდია Warner Bros.-მა მომავალი ბლოკბასტერის, Wonder Woman 1984-ის, მთავარი ტრეილერი გამოაქვეყნა.

სიქველი პირველი ნაწილის რეჟისორმა პეტი ჯენკინსმა გადაიღო. გალ გადო და კრის პაინი ქალი საოცრების და სტივ ტრევორის როლებს დაუბრუნდნენ. პროექტში ასევე პედრო პასკალი და კრისტენ უიგი მონაწილეობენ.

სიუჟეტის მოქმედება 1984 წელს ვითარდება. მილიარდერი მაქსველ ლორდი ძველ არტეფაქტებს ეძებს, რომლებიც მას ღვთიურ ძალას მისცემენ. ძებნაში მას ექიმი ენ მინევრა ეხმარება. უბედური შემთხვევის შემდეგ მინევრა აგრესიულ ქალ კატად, გეპარდად გადაიქცევა.

ახალი ქალი საოცრება მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს გამოვა.

კომენტარები