უხუცესი კაცი

სავარაუდოდ, მსოფლიოში უხუცესი კაცი სამხრეთ აფრიკაში გარდაიცვალა

116 წლის სამხრეთ ამერიკელი კაცი, ფრედი ბლუმი, რომელიც მსოფლიოში უხუცეს კაცად მიიჩნეოდა, გარდაიცვალა

ფრედი ბლუმის პირადობის მოწმობის მიხედვით ის 1904 წლის 8 მაისს, აღმოსავლეთ კაპეს პროვინციაში დაიბადა, თუმცა, გინესის მსოფლიო რეკორდებს ეს არასდროს გადაუმოწმებია.

როდესაც ფრედი თინეიჯერი იყო, მისი ოჯახი 1918 წლის ესპანურმა გრიპმა იმსხვერპლა. 

მან თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი მუშად გაატარა, თავდაპირველად ფერმაში, შემდეგ კი სამშენებლო ინდუსტრიაში. როდესაც 80 წელს გადააბიჯა, ბლუმმა მუშაობა შეწყვიტა. 

მისი თქმით, მან დიდხანს ღვთის მადლით იცხოვრა.

ბლუმმა წლების წინ დალევას თავი დაანება, ის რეგულარული მწეველი იყო.

თავის 116-ე დაბადების დღეზე თამბაქოს ყიდვა ვერ შეძლო, რადგან კორონავირუსის გამო სამხრეთ აფრიკის მთავრობამ საგანგებო ვითარება გამოაცხადა. 

ბლუმის ოჯახის განცხადებით, ის 22 აგვისტოს კეიპ ტაუნში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

"ორი კვირის წინ ბაბუა კიდევ ხეს ჩეხდა... ის ძლიერი კაცი იყო, სიამაყით სავსე." – თქვა ოჯახის წარმომადგენელმა, ანდრე ნაიოდოომ

მისივე თქმით, ოჯახს არ სჯერა, რომ მისი გარდაცვალება კორონავირუსთან იყო დაკავშირებული.

კომენტარები