პანდები

აშშ-ს ეროვნულ ზოოპარკში პანდამ ბელი გააჩინა [VIDEO]

აშშ-ში, ვაშინგტონში, ეროვნულ ზოოპარკში გიგანტურმა პანდამ, მეი სიანგმა, 21 აგვისტოს ბელი გააჩინა.

ზოოპარკში ამბობენ, რომ მშობიარობის შემდეგ პანდამ მალევე ბელის მოვლა დაიწყო.

მეცნიერებმა ზოოპარკში მხოლოდ გასულ კვირას აღმოაჩინეს, რომ პანდა ბელს ელოდებოდა. მათ წარუმატებელი ხელოვნური განაყოფიერების შემდეგ, მარტში, ეს კიდევ ერთხელ სცადეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი რეპროდუქციული ასაკი სრულდებოდა.

"ვიცოდით, რომ მისთვის პანდის ყოლის შანსები მცირე იყო. თუმცა, გვინდოდა კიდევ ერთი შანსი მიგვეცა მისთვის, რომ მისი სახეობის გადარჩენაში წვლილი შეეტანა." – თქვა ზოოპარკის დირექტორმა.

პანდის ბელის მამა თიენ თიენია, რომელიც ვაშინგტონში 2000 წელს მეი სიანგთან ერთან ჩამოიყვანეს. ის მეი სიანგის სამი ბელის მამაა, რომლებიც პეკინისა და ვაშინგტონის შეთანხმებით ჩინეთში წაიყვანეს. 

დღეს ველურ ბუნებაში დაახლოებით 1 800 პანდა არსებობს.

კომენტარები