ძალადობა პანკისში

პანკისში შორტებით გადაადგილების გამო მამა-შვილის ცემისთვის 2 პირს პატიმრობა შეეფარდა

პანკისის ხეობა
რადიო თავისუფლება

პანკისში მამისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით, შორტებით გადაადგილების გამო ფიზიკური ძალადობის ფაქტზე თელავის რაიონულმა სასამართლომ, ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, მესამე არასრულწლოვანი პირი კი - 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ინფორმაციას სააგენტო Interpressnews ავრცელებს. მათივე ცნობით, წინასასამართლო სხდომა 24 სექტემბერს ჩაინიშნა.

8 აგვისტოს ქუჩაში შორტებით გადაადგილების გამო პანკისში მამა-შვილს სცემეს. გელა წელაურსა და მის არასრულწლოვან შვილს სამი ახალგაზრდა დაესხა თავს სოფელ ყვარელწყლის გადასახვევთან.

კომენტარები