ბელარუსი

მინსკში კათოლიკურმა ტაძარმა პროტესტის მონაწილეთა ჩავლისას საზეიმო ზარები დარეკა

მინსკში კათოლიკუმა ტაძარმა პროტესტის მონაწილეთა ჩავლისას საზეიმო ზარები დარეკა.

ბელარუსში მე-15 დღეა ალექსანდრ ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები იმართება.

"მსვლელობა ახალი ბელარუსისთვის!" – ამ ლოზუნგით ჩატარდა აქცია მინსკსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ უკან არ დაიხევენ მანამ, სანამ არ შესრულდება სამი მოთხოვნა: ყველა დაკავებულის და პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, წამებასა და მკვლელობაში ბრალდებულის გასამართლება და ლუკაშენკოს გადადგომა.

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და

ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ.

ბელარუსი ოპოზიციონერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, სტივ ბიგენს, ლიტვაში 24 აგვისტოს შეხვდება.

კომენტარები