ავარია შატილის გზაზე

"სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმებია" - რატიანი შატილის გზაზე დაშავებულებზე

ფორმულა

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, შატილის გზაზე დაშავებული სამივე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 

"ორის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, განვითარდა შინაგანი სისხლდენა და სასწრაფო წესით მიმდინარეობს ოპერაცია. მესამე ქალის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. ამ ეტაპზე სამივე მათგანთან არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები. მათი მდგომარეობა ფასდება, როგორც კრიტიკული, ვინაიდან კლინიკურად სახეზეა პოლიტრავმის შედეგად გამოწვეული ყველა გართულება" - ამბობს რატიანი.

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის თქმით, სამივე მათგანთან "ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი მედიკამენტოზური გზით ნარჩუნდება" და "პერსპექტივაზე ამ ეტაპზე ლაპარაკი ზედმეტია". 

დაშავებულების საშუალო ასაკი 25 წელია.

დუშეთში, შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა - 3.

25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები