ლარი კინგი

ლარი კინგს უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ორი შვილი გარდაეცვალა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ცნობილ ამერიკელ ტელეწამყვანს, ლარი კინგს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ორი შვილი გარდაეცვალა.

მისი 65 წლის ვაჟი, ენდი კინგი, 28 ივლისს მოულოდნელი გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა. რამდენიმე კვირის შემდეგ კი, 20 აგვისტოს, მისი 52 წლის ქალიშვილი, ჩაია კინგი, ცოტა ხნით ადრე დადგენილი ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.

"ორივე კარგი ადამიანი იყო და ისინი მოგვენატრება. თითქოს სინამდვილეში არ მომხდარა. არც ერთი მშობელი არ უნდა ასაფლავებდეს შვილს. მე და ჩემი ოჯახი მადლობას გიხდით კეთილი სურვილებისთვის. ასეთ დროს გარკვეული დრო და განმარტოება გვჭირდება." - დაწერა ლარი კინგმა.

ენდი და ჩაია კინგები ლარი კინგს 1961 წლის ქორწინებიდან ჰყავდა. ის და ალენ ატკინსი 1967 წელს გაიყარნენ, თუმცა იმავე წელს ხელახლა იქორწინეს, 1971 წელს საბოლოოდ დაშორებამდე.

გარდა ამისა, ლარი კინგს სხვა წინა ქორწინებებიდან ოთხი შვილი ჰყავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები