ბრაზილია

ბრაზილიის კარფურში გარდაცვლილ თანამშრომელს ქოლგები დააფარეს, მაღაზია კი არ დახურეს

0 კომენტარი

ბრაზილიის ქალაქ რესიფში არსებულ კარფურის ფილიალში თანამშრომელი გარდაიცვალა.  მის ცხედარს გაშლილი ქოლგები დააფარეს, მაგრამ მაღაზია არ დაუკეტავთ.

შემთხვევა 14 აგვისტოს მოხდა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე დღის შემდეგ, სოციალური ქსელების მომხმარებლების საშუალებით გახდა.

ინციდენტის გამო ბრაზილიის კარფურმა ბოდიში მოიხადა.

"კომპანიამ შეცდომა დაუშვა, როდესაც პანაშვიდის მოლოდინში მაღაზია მაშინვე არ დაკეტა, ასევე შეცდომა დაუშვა, რადგან გარდაცვლილის ცხედარს არასწორად მოექცა". - წერს კომპანია.

კარფურის ინფორმაციით, კაცი გაყიდვების დეპარტამენტში მუშაობდა. იგი მოულოდნელად ცუდად გახდა და ძირს დაეცა და, მიუხედავად ჩატარებული პირველადი დახმარებისა, სასწრაფომ მისი გადარჩენა ვერ შეძლო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები