The Matrix

კიანუ რივზი: ლილის ჩემთვის არასდროს უთქვამს, რომ მატრიცა ტრანსგენდერ ადამიანებზეა

Getty Images

კიანუ რივზი ცოტა ხნის წინ ლილი ვაჩოვსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომ მატრიცას ფილმები ტრანსგენდერ ადამიანად ყოფნას შეეხებება.

მსახიობი, რომელიც ფილმებში მთავარი გმირის როლს ასრულებს, ამბობს რომ ამის შესახებ აქამდე არაფერი იცოდა.

"არასდროს მილაპარაკია ლილისთან ამ თემაზე, მას არასდროს გაუზიარებია ჩემთვის ეს." - უთხრა კიანუ რივზმა Yahoo Entertainment-ს.

მისივე თქმით, ლილი ვაჩოვსკის მხრიდან მატრიცას მთავარი იდეის ხალხისთვის გაზიარება ძალიან კარგია.

"ვფიქრობ, მატრიცას ფილმები ღრმაა და სხვადასხვა ვერსიის მქონე ადამიანებსაც შეუძლიათ ალეგორიულად ილაპარაკონ ამაზე. ის, რომ ლილი გამოვიდა და ეს თქვა, მაგარია." - თქვა კიანუ რივზმა.

ტრილოგიის რეჟისორები - ლანა და ლილი ვაჩოვსკები - ტრანსგენდერი ქალები არიან. ლანა ვაჩოვსკიმ ამის შესახებ საჯაროდ 2012 წელს თქვა, ხოლო ლილი ვაჩოვსკიმ 2016 წელს.

ლილი ვაჩოვსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ღიად არასდროს უთქვამს, წლების განმავლობაში მასთან ტრანსგენდერი ადამიანები მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მატრიცამ მათი სიცოცხლე იხსნა.

კომენტარები