ავსტრია-რუსეთი

ავსტრიამ რუსი დიპლომატი გააძევა

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ავსტრია რუს დესპანს დიპლომატის პრივილეგიებისა და იმუნიტეტზე ვენის კონვენციის დარღვევისთვის აძევებს. ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა. 

"მისი ქცევა არ შეესაბამება ვენის კონვენციას," – აცხადებს ავსტრიის საგარეო საქმეთა სპიკერი. მან მეტ დეტალზე საუბრისგან თავი შეიკავა.

აღსანიშნავია, რომ ავსტრიის ტაბლოიდი წერს, რომ საქმე ეხება ეკონომიკური შპიონაჟის საქმეს. 

Kronen Zeitung წერს, რომ წლების განმავლობაში რუსეთი ავსტრიის მაღალტექნოლოგიურ კომპანიაში შპიონაჟში იყო ჩართული კომპანიაში დასაქმებული ავსტრიელის დახმარებით. ავსტრიელმა გაზეთს დაუსახელა მისი რუსი ხელმძღვანელი. გაზეთი კომპანიას არ ასახელებს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავსტრიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი "კონსტრუქციულ ურთიერთობებს" ვნებს. 

საპასუხოდ, რუსეთმა ავსტრიელი დიპლომატის გაძევება დააანონსა

შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შპიონაჟში ეჭვმიტანილი ოსლოში დაკავებული ნორვეგიის მოქალაქის შემდეგ რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს.

კომენტარები