დუშეთის ავტოკატასტროფა

TRAVELER.GE: ტრაგედიის მიზეზის დასადგენად გამოძიებასთან სრულად ვითანამშრომლებთ

0 კომენტარი

ტურისტული სააგენტო Traveler.ge შატილის გზაზე მომხდარ ავტოკასტასტროფას განცხადებით ეხმაურება, სადაც წერია, რომ ტრაგედიის მიზეზის დასადგენად კომპანია გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლებს.

"...ჩვენი მხრიდან სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ყველა დეტალს მივაწვდით საგამოძიებო უწყებას, რაც კი ხელთ გვაქვს, რათა დადგინდეს ტრაგედიის მიზეზი." - წერია განცხადებაში.

დუშეთში, შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა - 3.

მიკროავტობუსი, რომელიც 80 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა, სწორედ Traveler.ge-ს ეკუთვნოდა და ამავე ტურისტული სააგენტოს ტურში მიდიოდა - შატილის, მუცოსა და ანატორის მიმართულებით.

25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები