კორონავირუსი გერმანიაში

კვლევა: გერმანიაში COVID-19-ზე დასაკვირვებლად სამი კონცერტი ჩაატარეს

Getty Images

გერმანიაში ერთ დღეში სამი ხალხმრავალი კონცერტი ჩაატარეს, რათა შეესწავლათ, როგორც ვრცელდება კორონავირუსი ერთ ადგილას ბევრი ადამიანის თავმოყრის დროს.

კვლევაში მონაწილეობა 1 500-მა ჯანმრთელმა მოხალისემ მიიღო, რომელთა ასაკი 18 წლიდან 50 წლამდე მერყეობდა. მკვლევრები მოხალისეთა სამჯერ მეტ რაოდენობას ელოდნენ.

მკვლევრების თქმით, კონცერტების ჩატარების მთავარი მიზანი იმის გაგება იყო, როგორ შეიძლება ჩატარდეს დიდი ღონისძიებები პანდემიის დროს.

პირველ კონცერტზე არც ერთი რეკომენდაცია არ იყო დაცული. მეორე კონცერტზე ადამიანებმა ერთმანეთს შორის დისტანცია დაიცვეს და პირბადეები გაიკეთეს, ხოლო მესამე კონცერტს მოხალისეთა ნახევარი დაესწრო და ისინი ერთმანეთთან 1.5 მეტრის დაშორებით იდგნენ.

"მონაცემთა შეგროვების პროცესი ძალიან კარგად მიდის, ძალიან ხარისხიანი მონაცემები გვაქვს, კარგ განწყობაზე ვართ და კმაყოფილები ვართ, პირბადეების ხმარებისა და სადენზიფექციო ხსნარების გამოყენების დისციპლინით." - თქვა უფროსმა მკვლევარმა, ექიმმა სტეფან მორიცმა.

კონცერტები მომღერალმა ტიმ ბენდკომ ჩაატარა.

"ძალიან გავერთეთ. თავდაპირველად გვეგონა, რომ პირბადეების გამო ყველაფერი სტერილური იქნებოდა, მაგრამ გამაოგნებლად კარგი იყო. იმედი მაქვს, რომ ეს მონაცემები დაგვეხმარება ნამდვილი კონცერტების ჩატარებაში." - თქვა მან.

კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები შემოდგომაზე იქნება მზად.

კომენტარები