ავტოავარია

სოფელ ნიგოზასთან მანქანა ქვეითს დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზასთან, თბილისი-სენაკის ავტობანზე ავტომანქანა ქვეითს დაიჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები