ავარია შატილის გზაზე

რატიანი შატილის გზაზე დაშავებულებზე: ამ ეტაპზე სამივესთან დადებითი დინამიკა გამოიხატება

ფორმულა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ამბობს, რომ შატილის გზაზე ავტოკატასტროფისას დაშავებულ სამ პაციენტთან დადებითი დინამიკა გამოიხატება და, მისივე თქმით, გაჩნდა სიცოცხლის ნიშნები - გუგის რეფლექსი.  

"ამ ეტაპზე მოთავსებული არიან რეანიმაციულ განყოფილებაში. მათი საშუალო ასაკი არის 35 წელი. ამ ეტაპზე დადებითი დინამიკა აღინიშნება. სამივე მათგანთან დადებითი დინამიკა გამოიხატება - ჰემოდინემიკის მაჩვენებლები უფრო სტაბილურია, ვიდრე იყო რამდენიმე საათის წინ.  

ასევე, მინდა გითხრათ, რომ გაჩნდა სიცოცხლის ნიშნები - ანუ გუგის რეფლექსი. ვიმედოვნებ, რომ ასეთი პროგნოზი იქნება და პაციენტები დაიწყებენ დადებითი დინამიკით გამოჯანმრთელებას. ამ ეტაპზე ინტერვენციული ჩარევა არ ხორციელდება." – თქვა ლევან რატიანმა.

რატიანის თქმით, პაციენტები კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.  

დუშეთში, შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა - 3. 

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები