ბერლინალე

ბერლინალეს 2021 წლიდან გენდერულად ნეიტრალური ნომინაციები ექნება

Getty Images

ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალი საუკეთესო ქალი და საუკეთესო კაცი მსახიობების ნომინაციებს გააუქმებს, მათ ნაცვლად კი გენდერულად ნეიტრალურ ნომინაციებს შემოიღებს.

კინოფესტივალი 2021 წელს უკვე ახალი ფორმაციით ჩატარდება.

"საუკეთესო ქალი და საუკეთესო კაცი მსახიობების ნომინაციების მაგივრად იქნება გენდერულად ნეიტრალური ნომინაციები - ვერცხლის დათვი მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის და ვერცხლის დათვი მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

მიგვაჩნია, რომ ჯილდოების გენდერული ნიშნით დაყოფის აღმოფხვრა სენსიტიურობას გაზრდის ამ თემის მიმართ კინოინდუსტრიაში." – წერენ ბერლინალეს დირექტორები განცხადებაში.

ბერლინალე ამ განცხადებით პირველი დიდი ფესტივალი გახდა, რომელმაც გენდერულად ნეიტრალური ნომინაციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

გარდა ამისა, კინოფესტივალის დირექტორების განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ 2021 წელს ბერლინალეს აუდიტორია დაესწრება და ის ვირტუალურად არ ჩატარდება.

კომენტარები