ისრაელი

ისრაელმა ლიბანის საზღვართან ჰეზბოლას პოსტი დაბომბა

ისრაელის სამხედრო ძალების განცხადების მიხედვით, ლიბანის საზღვართან მათმა სამხედრო თვითმფრინავებმა ლიბანური შიიტური დაჯგუფების, ჰეზბოლას სადამკვირვებლო პოსტი დაბომბა.

მანამდე ჰეზბოლას მებრძოლებმა ლიბანიდან ისრაელის სამხედრო ძალების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. არ არიან დაშავებულები.

ჰეზბოლაში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. უცნობია მოჰყვა თუ არა მსხვერპლი ისრაელის საჰაერო დარტყმებს.

გასულ თვეს ისრაელმა განაცხადა, რომ ლიბანიდან ქვეყანაში შეჭრას დაჯგუფება ჰეზბოლას 5 შეიარაღებული წევრი ცდილობდა, თუმცა ცეცხლი გაუხსნეს და ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს. ჰეზბოლა ბრალდებას უარყოფს.

სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის ინფორმაციით, ისინი წარმოადგენდნენ დაჯგუფებას, სირიული წინააღმდეგობა გოლანის გასათავისუფლებლად. ჰეზბოლასთან დაკავშირებული ეს დაჯგუფება 6 წლის წინ შეიქმნა და თავდასხმებს ძირითადად, სწორედ გოლანის მაღლობის ტერიტორიაზე აწყობს.

 

კომენტარები