ჰომოსექსუალი პინგვინები

ესპანეთის აკვარიუმში ჰომოსექსუალი პინგვინები მშობლები გახდნენ

CNN.com

ესპანეთის ქალაქ ვალენსიის აკვარიუმში მცხოვრები ჰომოსექსუალი პინგვინების წყვილი მშობელი გახდა, მას შემდეგ, რაც ნაშვილები კვერცხიდან პატარა პინგვინი გამოიჩეკა.

აკვარიუმმა ამის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. ისინი წერენ, რომ ბოლო დროს ელექტრა და ვიოლეტა ერთად ბუდეს აშენებდნენ და სხვა, გამრავლების დროს დამახასიათებელი ქცევები ჰქონდათ დაწყებული.

ამიტომ, მათმა მომვლელებმა გადაწყვიტეს, რომ სხვა პინგვინის მიერ დადებული კვერცხი მათთან მიეტანათ.

ელექტრას და ვიოლეტას შვილი

"ელექტრა და ვიოლეტა ახლა ბავშვს ზრდიან, რომელიც დამოუკიდებელი 75 დღეში გახდება." –წერს აკვარიუმი.

ვალენსიის აკვარიუმში პირველად ხდება, როდესაც ჰომოსექსუალმა პინგვინებმა კვერცხი იშვილეს და ახლა ბავშვს ზრდიან.

კომენტარები