კორონავირუსი საქართველოში

დაბა მესტია და ლენჯერი 2 სექტემბრიდან გაიხსნება

ტურიზმის ადმინისტრაცია

დაბა მესტია და ლენჯერი 2 სექტემბრიდან გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ Facebook-ზე დაწერა. 

"კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივ ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს 1-ლი ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს 2 სექტემბრიდან." - დაწერა გახარიამ. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის, ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 72 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 36 უშუალოდ მესტიაში, დანარჩენი 36 კი მუნიციპალიტეტის გარეთ დადასტურდა - ისინი მეორეული და მესამეული კონტაქტები არიან.

10 აგვისტოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა ზრდის გამო, მესტიის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა. მესტიაში შესვლა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის იყო შესაძლებელი. მუნიციპალიტეტის დატოვების შემთხვევაში კი მოქალაქეები სავალდებულო კარანტინი უნდა გაევლოთ. 21 აგვისტოს სვანეთში, დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა

კომენტარები