კორონავირუსი საქართველოში

თითო სკამის გამოტოვებით, ანტრაქტის გარეშე - რა პირობებით იხსნება თეატრები და კინოთეატრები

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

15 სექტემბრიდან კინოთეატრები, ხოლო პირველი ოქტომბრიდან - თეატრები იხსნება. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განმარტებით, მაყურებელი ნიღბებით უნდა იყოს. ასევე დამსწრეები დარბაზში თითო სკამის გამოტოვებით განთავსდებიან.

გარდა ამისა, თეატრის შემთხვევაში განისაზღვრა შენობაში მაყურებლის შესვლა/დატოვების პროცესის და თავად სპექტაკლის ხანგრძლივობის ზედა ზღვარი.

"ეს იქნება სამი საათი, რაც მოიცავს მომხმარებლის როგორც შენობაში შესვლის, ისე მისი დატოვების პროცესს. ღონისძიება უნდა გაიმართოს უწყვეტად, ატრაქტის გარეშე." – თქვა ფერაძემ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში თეატრები და კინოთეატრები მარტის შემდეგ დაკეტილია.

კომენტარები