ცნობილი ადამიანები

კეტი პერისა და ორლანდო ბლუმს პირველი შვილი შეეძინათ

Getty Images

კეტი პერისა და ორლანდო ბლუმს პირველი შვილი შეეძინათ - ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ბავშვი გოგოა და მისი სახელია დეიზი დოვ ბლუმი. 

"მობრძანდი სამყაროში დეიზი! გახარებულები გამცნობთ ჩვენი კეთილი ნების ელჩების - კეტი პერისა და ორლანდო ბლუმის სიხარულის ახალ წყაროს." – დაწერა Unicef-მა.

კეტი პერი და ორლანდო ბლუმი ერთმანეთს 2016 წლიდან ხვდებიან. 2017 წლის თებერვალში წყვილი დაშორდა, თუმცა აგვისტოში ისინი უკვე შერიგებულები იყვნენ. 2019 წლის 14 თებერვალს ისინი დაინიშნენ და ამის შესახებ საზოგადოებას ინსტაგრამით აცნობეს.

კომენტარები