მაკოლეი კალკინი

მაკოლეი კალკინი 40 წლის გახდა

Cnn.com

26 აგვისტოს Home Alone-ში მთავარი გმირის, კევინ მაკკალისტერის შემსრულებელი, მაკოლეი კალკინი 40 წლის გახდა.

სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის ძნელად დასაჯერებელი აღმოჩნდა, რომ კალკინი 40 წლის გახდა, რასაც თავად მსახიობიც ხუმრობით გამოეხმაურა.

"გამარჯობა მეგობრებო, გინდათ თავი მოხუცებად იგრძნოთ?

40 წლის ვარ.

მადლობა მიღებულია." – წერს კალკინი.

Home Alone-ის პირველი ნაწილი 1990 წელს გამოვიდა, მაშინ კი მაკოლეი კალკინი 10 წლის იყო, მას შემდეგ მსახიობი საზოგადოების თვალში კევინ მაკკალისტერად დარჩა.

მაკოლეი კალკინი კევინ მაკკალისტერის როლში.

კომენტარები