მშენებლობის დაზღვევა

გახარია: ვაცხადებთ 100-მილიონიან აუქციონს დაუსრულებელი მშენებლობების დაზღვევისთვის

საქართველოს მთავრობა 100-მილიონი ლარის საგრანტო აუქციონს გამოაცხადებს.

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა დაუსრულებელ მშენებლობებს დააზღვევს. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის ინიციატივა, მოახდინოს იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირება, სამშენებლო ბიზნესის გაძლიერებისთვის საკმარისი არ არის.

"მას შემდეგ, რაც დავიწყეთ იპოთეკური სესხების სტიმულირება, როგორც პასუხი ეკონომიკურ კრიზისზე, იმისთვის, რომ სამშენებლო ბიზნესი გაგვეძლიერებინა.

თითოეული ქართული ოჯახისთვის, რომელსაც ჰქონდა გარკვეული დანაზოგები იმისთვის, რომ სამშენებლო შენაძენი განეხორციელებინა და არ შეშლოდა ხელი, ჩვენ დავიწყეთ იპოთეკური სესხის სუბსიდირება, თუმცა, ეს არ არის საკმარისი.

ჩვენ აუქციონზე დღეს გამოვიტანთ 100-მილიონიან გარანტიას, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი. ყველას გვახსოვს, რა ხდებოდა 2008-2009 წის კრიზისების შემდეგ და ამ კრიზისების შემდეგ დარჩენილი დაუსრულებელი მშენებლობები დღესაც ამახინჯებენ ქალაქებს, გარდა იმისა, რომ უზარმაზარ სოციალურ პრობლემებს უქმნიან ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც პირველი შენატანები მსგავს სამშენებლო პროექტებში გააკეთეს". – თქვა პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

კომენტარები