ავარია შატილის გზაზე

რატიანი შატილის გზაზე დაშავებულებზე: პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითია

0 კომენტარი
ფოტო: რადიო თავისუფლება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, შატილის გზაზე დაშავებული 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით დადებითი დინამიკისაა.

"ამ ეტაპზე პაციენტების მდგომარეობა, გუშინდელთან შედარებით, დადებითი დინამიკისაა. ორ მათგანთან წნევა გახდა სტაბილური, ანუ შოკის კლინიკა მოიხსნა. კლინიკურ-ლაბორატორიული მდგომარეობით და ასევე ობიექტური მონაცემებით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითია". – ამბობს რატიანი.

25 აგვისტოს, ლევან რატიანმა თქვა, რომ სამივე დაშავებულ პაციენტთან სიცოცხლის ნიშნები - გუგის რეფლექსი გაჩნდა.  

დუშეთში, შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა - 3. 

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები