ჩაკეტილი საზღვრები

ავიაციის სააგენტომ სექტემბერში კიევის, ათენის და დოჰას ფრენები დაამატა - სრული განრიგი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სექტემბრის დადასტურებულ ფრენებს კიდევ რამდენიმე რეისი დაამატა - ორი ჩარტერული ფრენა ათენის მიმართულებით, სამი დოჰას და ოთხი - კიევის მიმართულებით. კიევის და დოჰას შემთხვევაში, ისევე როგორც სტამბოლსა და მინსკში, ფრენები ცალმხრივად შესრულდება - მგზავრებს ამ ქალაქებში გაფრენა შეეძლებათ, ხოლო თბილისში ჩამოფრენა - არა. ამ ეტაპზე, ავიაციის სააგენტოს არ დაუმტკიცებია Georgian Airways-ის ჩარტერული რეისები - სავარაუდოდ, როგორც გასულ თვეებში, აირზენა სექტემბერშიც ათზე მეტ ფრენას შეასრულებს. 

სექტემბრის დადასტურებული განრიგი:

2 სექტემბერი

  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France)
  • თბილისი-დოჰა (კატარის ავიახაზები - მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს)
  • თბილისი-სტამბოლი (პეგასუსი - მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს)

3 სექტემბერი

  • რიგა-თბილისი-რიგა (Air Baltic)
  • თბილისი-კიევი (YanAir Airlines - მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს)
  • თბილისი-მინსკი (ბელავიის ავიახაზები. მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს)

4 სექტემბერი

  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (Lufthansa)
  • ათენი-თბილისი-ათენი (ეგეოსის ავიახაზები)

5 სექტემბერი

  • თბილისი-სტამბოლი (Turkish Airlines. მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს).
  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France).

6 სექტემბერი

  • თბილისი-სტამბოლი (Pegasus Airlines. მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს).

7 სექტემბერი

  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (Lufthansa)
  • რიგა-თბილისი-რიგა (Air Baltic)

9 სექტემბერი

  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France)
  • თბილისი-კიევი (სკაიაპ ეარლაინსი, მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს)

10 სექტემბერი

  • რიგა-თბილისი-რიგა (Air Baltic)

11 სექტემბერი

  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (Lufthansa)
  • ათენი-თბილისი-ათენი (ეგეოსის ავიახაზები)

12 სექტემბერი

  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France)
  • თბილისი-სტამბოლი (Turkish Airlines - მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს).

13 სექტემბერი

  • თბილისი-სტამბოლი (Pegasus Airlines - მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს).

14 სექტემბერი

  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (Lufthansa)
  • რიგა-თბილისი-რიგა (Air Baltic)

16 სექტემბერი

  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France)
  • თბილისი-დოჰა

17 სექტემბერი

  • რიგა-თბილისი-რიგა (Air Baltic)

18 სექტემბერი

  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (Lufthansa)

19 სექტემბერი

  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France)
  • თბილისი-სტამბოლი (Turkish Airlines - მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს)

20 სექტემბერი

  • თბილისი-სტამბოლი (Pegasus Airlines - მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს).

21 სექტემბერი

  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (Lufthansa)
  • რიგა-თბილისი-რიგა (Air Baltic)

23 სექტემბერი

  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France)
  • თბილისი-კიევი (სკაი აპ - მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს)

24 სექტემბერი

  • რიგა-თბილისი-რიგა (Air Baltic)

25 სექტემბერი

  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (Lufthansa)

26 სექტემბერი

  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France)
  • თბილისი-სტამბოლი (Turkish Airlines - მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს)

27 სექტემბერი

  • თბილისი-სტამბოლი (Pegasus Airlines - მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს).

28 სექტემბერი

  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (Lufthansa)
  • რიგა-თბილისი-რიგა (Air Baltic)

30 სექტემბერი

  • პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France).
  • თბილისი-კიევი (სკაი აპ ეარლაინზი - მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს).
  • თბილისი-დოჰა (კატარის ავიახაზები - მხოლოდ გაიყვანს მგზავრებს)

საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა. საქართველოში მარტის შემდეგ ჩაკეტილი საერთაშორისო ტურიზმი 1-ელი ივლისიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ 1-ელ აგვისტომდე, შემდეგ 1-ელ სექტემბრამდე, ხოლო ახლა კიდევ ერთი თვით გადაავადა. მიზეზად მმართველი გუნდი კორონავირუსის საფრთხეს და "მოქალაქეებზე ზრუნვას" ასახელებს.

შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ სამ მიმართულებაზე, რომლებიც აგვისტოდან თბილისის პარიზის შარლ დე გოლის, მიუნხენის და რიგის საერთაშორისო აეროპორტებში სრულდება. თბილისიდან მიუნხენში ავიაკომპანია Lufthansa დაფრინავს კვირაში ორჯერ, პარიზში - Air France - ასევე კვირაში ორჯერ. რაც შეეხება რიგას, ავიაკომპანია Air Baltic აქამდე კვირაში ერთხელ დაფრინავდა, 20 აგვისტოდან კი, სიხშირე კვირაში ორი იქნება.

დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ჯერჯერობით ფრენის ნებართვას არ აძლევს, რადგან ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და "როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს".

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა, საქართველოს მთავრობა უპირობოდ მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს უშვებს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა, იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

კომენტარები