ჩაკეტილი საზღვრები

პარიზი, ვენა, ამსტერდამი, ბერლინი - აირზენა სექტემბერში 16 ჩარტერულ ფრენას შეასრულებს

Wikipedia.com

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ამსტერდამის, ბერლინის, პარიზისა და ვენის მიმართულებით სექტემბრის თვეში ჯამში 16 ჩარტერულ ფრენას შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აირზენას ნებართვა 27 აგვისტოს მისცა.

  • 1 სექტემბერი, თბილისი - პარიზი - თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);
  • 2 სექტემბერი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 10:10, მოფრენა 21:15);
  • 3 სექტემბერი, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
  • 4 სექტემბერი, თბილისი - ბერლინი - თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);
  • 5 სექტემბერი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 7 სექტემბერი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);
  • 11 სექტემბერი, თბილისი - ბერლინი - თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);
  • 12 სექტემბერი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 13 სექტემბერი, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
  • 14 სექტემბერი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);
  • 15 სექტემბერი, თბილისი - პარიზი - თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);
  • 19 სექტემბერი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 21 სექტემბერი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);
  • 22 სექტემბერი, თბილისი - პარიზი - თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);
  • 26 სექტემბერი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 28 სექტემბერი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);

საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა. საქართველოში მარტის შემდეგ ჩაკეტილი საერთაშორისო ტურიზმი 1-ელი ივლისიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ 1-ელ აგვისტომდე, შემდეგ 1-ელ სექტემბრამდე, ხოლო ახლა კიდევ ერთი თვით გადაავადა. მიზეზად მმართველი გუნდი კორონავირუსის საფრთხეს და "მოქალაქეებზე ზრუნვას" ასახელებს.

შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ სამ მიმართულებაზე, რომლებიც აგვისტოდან თბილისის პარიზის შარლ დე გოლის, მიუნხენის და რიგის საერთაშორისო აეროპორტებში სრულდება. თბილისიდან მიუნხენში ავიაკომპანია Lufthansa დაფრინავს კვირაში ორჯერ, პარიზში - Air France - ასევე კვირაში ორჯერ. რაც შეეხება რიგას, ავიაკომპანია Air Baltic აქამდე კვირაში ერთხელ დაფრინავდა, 20 აგვისტოდან კი, სიხშირე კვირაში ორი იქნება.

გარდა ამისა, დაინიშნა რამდენიმე ჩარტერული ცალმხრივი რეისი - სტამბოლის, კიევის, მინსკის, დოჰას და ვარშავის მიმართულებით გაფრენას შეძლებთ, ხოლო თბილისში ჩამოსვლას ვერა. ასევე, შესრულდება ორი ფრენა ათენი-თბილისი-ათენის საჰაერო ხაზზე.

დაბალბიუჯეტიანკომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ჯერჯერობით ფრენის ნებართვას არ აძლევს, რადგან ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და "როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს".

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა, საქართველოს მთავრობა უპირობოდ მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს უშვებს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა, იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

კომენტარები