სახელმწიფო კომპანიები

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს რკინიგზამ 31 მილიონი ლარი იზარალა

flickr.com

საქართველოს რკინიგზამ 2020 წლის პირველი ნახევრის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. აღნიშნულ პერიოდში ჯამური შემოსავლების 6%-იანი ზრდის მიუხედავად, კომპანიის ზარალი 31,4 მილიონ ლარს გაუტოლდა. 

აღნიშნულის მიზეზად კომპანია კურსთაშორის სხვაობას ასახელებს. საქართველოს რკინიგზას ზარალი აქვს წლის პირველი კვარტალის მონაცემებითაც, იანვარ-მარტში რკინიგზის ჯამურმა ზარალმა 163 მილიონ ლარს მიაღწია. 

დღევანდელის მსგავსად, მაშინაც ზარალის მთავარ მიზეზად კომპანიამ კურსთაშორისი სხვაობა მიუთითა, რომელიც 189 მილიონ ლარს გაუტოლდა და გაზრდილ საოპერაციო მოგებას გადააჭარბა. 

კომპანიისთვის ზარალიანი იყო გასული წლის ანალოგიური პერიოდიც, მაშინ ზარალი 44 მილიონ ლარს გაუტოლდა. საქართველოს რკინიგზა ფორმალურად საპარტნიორო ფონდის მფლობელობაშია, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც, თავის მხრივ, სახელმწიფოა. 

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს რკინიგზის ზარალი მუდმივად იზრდება და მცირდება გადაზიდული ტვირთების მოცულობა. მხოლოდ 2018 წელს კომპანიის ზარალმა 700 მილიონ ლარს გადააჭარბა. 

უფრო მეტი სხვა სახელმწიფო კომპანიების საქმიანობის შესახებ გაიგეთ აქ. 

კომენტარები