ეკონომიკა

მსოფლიო ბანკმა Doing Business-ის რეიტინგის გამოცემა დროებით შეაჩერა

მსოფლიო ბანკმა დროებით შეაჩერა ქვეყნების რეიტინგის გამოქვეყნება ბიზნესის კეთების სიმარტივის [Doing Business] მიხედვით. ამის შესახებ ორგანიზაციამ განცხადება გამოაქვეყნა თავის ვებგვერდზე. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციამ გადაწყვიტა მონაცემებთა შეგროვებისა და დამუშავების აუდიტის ჩატარება. ამის მიზეზი კი გახდა უკვე გამოქვეყნებულ რეიტინგებში მონაცემთა შეცვლა. ორგანიზაციას კონკრეტული შეცდომები არ დაუსახელებია. 

ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გადახედავენ ბოლო 5 რეიტინგს, აუდიტს კი მსოფლიო ბანკის დამოუკიდებელ აუდიტორთა გუნდი ჩაატარებს. 

"ჩვენ ვიმოქმედებთ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და რეტროსპექტიულად შევასწორებთ იმ ქვეყნების მონაცემებს, რომლებიც დარღვევების გამო ყველაზე მეტად დაზარალდნენ", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

Doing Business-ის 2019 წლის რეიტინგში საქართველომ შესაძლო ასიდან 83,7 ქულა მიიღო და მეშვიდე ადგილს იკავებდა. 2018 წელს იმავე რეიტინგში საქართველო მეექვსე ადგილს იკავებდა. 

კომენტარები