ჯო რუბი

Scooby-Doo-ს შემქმნელი, ჯო რუბი, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

Scooby-Doo

ანიმაცია Scooby-Doo-ს შემქმნელი, ჯო რუბი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯო რუბი, რომელმაც თავის შემოქმედებით პარტნიორთან, კენ სპირსთან ერთად შექმნა ყველასთვის საყვარელი ანიმაცია, საკუთარ სახლში ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა.

"მას არასდროს შეუწყვეტია წერა და რაღაცების შექმნა, თუნდაც ხანდაზმულ ასაკში". - თქვა მისმა შვილიშვილმა, ბენჯამინ რუბიმ.

ჯო რუბის გარდაცვალებას გამოეხმაურა Warner Bros.-ის ანიმაციების ხელმძღვანელიც.

"მან შაბათი დილა განსაკუთრებული გახადა ბავშვებისთვის  და მათთან ერთად ჩემთვისაც". - თქვა მან.

ამერიკის საზღვაო ფლოტში სამსახური გავლის შემდეგ, ჯო რუბიმ სატელევიზიო კარიერა Walt Disney-ში დაიწყო, სანამ კენ სპირსს შეხვდებოდა.

შეხვედრის შემდეგ მათ მუშაობა დაიწყეს Scooby-Doo-ზე, რომელიც CBS-ის ეთერში 1969 წლიდან 1976 წლამდე გადიოდა.

"ჩვენ გვეშინოდა, რომ ანიმაცია ერთ სეზონზე მეტ ხანს ვერ გაგრძელდებოდა". - ამბობდა სპირსი.

კომენტარები