უგანდა

უგანდაში მეხის დაცემის შედეგად 10 ბავშვი დაიღუპა

GETTY IMAGES

უგანდის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მეხის დაცემას ათი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

როგორც BBC წერს, ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ, ძლიერი წვიმის დროს კი თავი პატარა შენობას შეაფარეს, რომელსაც მეხი დაეცა. ცხრა მათგანი, 13-დან 15 წლამდე ბავშვი, ადგილზე დაიღუპა, ერთი - საავადმყოფოში გადაყვანისას. 

სამი ბავშვი საავადმყოფოში მკურნალობს - ისინი უბედურ შემთხვევას გადაურჩნენ. 

2011 წელს უგანდაში მეხი სკოლის შენობას დაეცა - შედეგად თვრამეტი ბავშვი დაიღუპა. 

კომენტარები