რვა ერის ტურნირი

BBC: რვა ერის ტურნირში იაპონიის ნაცვლად საქართველო ითამაშებს

0 კომენტარი
ფოტო: Facebook.com/Georgian Rugby

BBC-ს ცნობით, რვა ერის ტურნირზე იაპონიის რაგბის ნაკრების ნაცვლად საქართველოს რაგბის ნაკრები ითამაშებს.

იაპონიამ ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო.

გამოცემის ცნობით, შოტლანდიასა და საქართველოს შორის დაპირისპირება 24 ოქტომბერს არის დაგეგმილი. თუმცა, შესაძლოა, მეორე მატჩიც გაიმართოს, ოღონდ რვა ერის ტურნირის ფარგლებში.

იმ შემთხვევაში თუ საქართველო მართლაც ჩაერთვება ტურნირში, ჯგუფში ქვეყანა შოტლანდიასთან, საფრანგეთთან და იტალიასთან ერთად იქნება.

რვა ერის ტურნირი 14 ნოემბერს დაიწყება და 5 დეკემბერს დასრულდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები