აქცია ქობულეთში

ქობულეთში ტურიზმის სფეროში დასაქმებულები "ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ

ტვ 12

ქობულეთში ტურიზმის სფეროში დასაქმებულები "ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ. მათ ცენტრალური, დავით აღმაშენებლის გამზირის გადაკეტეს.

მათი თქმით, კორონავირუსის პანდემიის და შესაბამისი რეგულაციების გამო მათი ფინანსურ მდგომარეობა გაუარესდა, ბანკში ვალდებულებები კი იზრდება, რაც მათ მძიმე პრობლემებს უქმნის.

შეკრებულები მაჟორიტარი დეპუტატის ან მერის ადგილზე მისვლას ითხოვენ.

"გვასახლებენ. გამოგვასახლეს ნახევარი ქობულეთი. ვინმემ გვიშუამდგომლოს ბანკირებთან". - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

როგორც აქციაზე ითქვა, მათთან შესახვედრად ბათუმიდან მიდის აჭარის ფინანსთა მინისტრი.

კომენტარები