პატრიოტთა ალიანსი

"შუღლს აღვივებენ ტყუილებით" - გამოხმაურება "პატრიოტების" სარეკლამო ბანერზე

0 კომენტარი
ფოტო: თათია წულაძე

"დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო" - ეს წარწერა პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის აჭარაში განთავსებულ სარეკლამო ბანერებზეა გაკეთებული.

ბანერზე აჭარა მონიშნულია, როგორც ოკუპირებული ტერუტორია, პატრიოტთა ალიანსი ოკუპანტად თურქეთს მიიჩნევს.

ევროპული საქართველოს წევრის და ვაკის მაჟორიტარი კანდიდატის, ელენე ხოშტაარიას შეფასებით, ეს ტყუილით შუღლის გაღვივებაა.

"აი, ამაში იხდიან ზუსტად რუსები ფულს! არაფერი არ ყოფილა გამოსაძიებელი, ტიპები პირდაპირ შუღლს აღვივებენ ტყუილებით". - დაწერა ხოშტარიამ ფეისბუქზე.

ხოშტარიამ 25 აგვისტოს პროკურატურას მიმართა განცხადებით, გამოიძიოს პატრიოტთა ალიანსის დაფინანსების საკითხი.

ენმ-ის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით კი:

"ეს არის პირდაპირი და ღია, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. როდესაც რჩება დაუსჯელი, ნიშნავს ერთადერთ რამეს, გაუქმებულ სახელმწიფოს".

ამავე პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ კი მოითხოვა, პატრიოტთა ალიანსი, როგორც საარჩევნო სუბიექტი, მოიხსნას არჩევნებიდან, ხოლო პარტიის რეკლამა, სადაც პირდაპირ რუსული პროპაგანდაა - დაუყოვნებლივ ჩამოიხსნას.

რუსი ოპოზიციონერის და ბიზნესმენის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაცია დოსიემ კი 24 აგვისტოს გამოაქვეყნა გამოძიება, საიდანაც ირკვევა, რომ წინასაარჩევნოდ კრემლი საქართველოში პატრიოტთა ალიანსს პირდაპირ ეხმარება. კერძოდ, პარტიას საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები