არჩევნები 2020

ირაკლი კობახიძე პატრიოტთა ალიანსის ბანერზე: შმატრიოტები

ფორმულა

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო ბანერს ფეისბუკზე გამოეხმაურა. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ პირად გვერდზე ბანერის გამოსახულება გააზიარა, წარწერით "შმატრიოტები".

"დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო" - ეს წარწერა პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის აჭარაში განთავსებულ სარეკლამო ბანერებზეა გაკეთებული. ბანერზე აჭარა მონიშნულია, როგორც ოკუპირებული ტერიტორია. პატრიოტთა ალიანსი ოკუპანტად თურქეთს მიიჩნევს.

რუსი ოპოზიციონერის და ბიზნესმენის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაცია დოსიემ კი 24 აგვისტოს გამოაქვეყნა გამოძიება, საიდანაც ირკვევა, რომ წინასაარჩევნოდ კრემლი საქართველოში პატრიოტთა ალიანსს პირდაპირ ეხმარება. კერძოდ, პარტიას საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.

კომენტარები