ბერა ივანიშვილი: Black Lives Matter

ბერა ივანიშვილი აშშ-ში, Black Lives Matter-ის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო გამოსვლებს გამოეხმაურა და საპროტესტო მოძრაობას მხარი დაუჭირა. შესაბამისი მიმართვა ბერა ივანიშვილმა Instagram-ზე გაავრცელა. 

"მოგესალმებით ყველას, მიუხედავად იმისა, რომ თქვენგან მრავალი მილის მოშორებით ვცხოვრობ, მინდა, მხარი დაგიჭიროთ და ვთქვა Black Lives Matter. მე გავიზარდე ოჯახში, რომელშიც ადამიანების თანასწორობის სჯერათ. მე და ჩემი ცოლიც ჩვენს შვილს იმავე ღირებულებებზე ვზრდით, რადგან გვჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, შეიტანოს წვლილი იმისათვის, რომ მსოფლიო უკეთესი გახდეს. ეს მშვიდობის გზავნილია"- ამბობს ბერა ივანიშვილი მიმართვაში. 

ანტირასისტული საპროტესტო გამოსვლების ბოლო ტალღა ქალაქ კენოშაში, შავკანიანი მოქალაქი ჯეიკობ ბლეიკს დაჭრას უკავშირდება. შეუიარაღებელ ბლეიკს პოლიციელებმა რამდენეჯერმე ესროლეს. ბლეიკი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

კომენტარები