არჩევნები 2020

დეკანოიძე ვარშალომიძის ჩამოსვლაზე: ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებული მოვლენაა

0 კომენტარი
ხატია დეკანოიძე ფოტო: ენმ

"გამარჯვება 2020 არჩევნებში გარდაუვალია, მით უმეტეს გარდაუვალია ეს ბათუმში, როდესაც ვარშალომიძე იქნება ავანგარდში ამ ბრძოლის. ნამდვილად, ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებული მოვლენაა". – ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ისანში, ხატია დეკანოიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძეზე, რომელმაც დღეს თქვა, რომ საქართველოში ბრუნდება.

ვარშალომიძემ ამის შესახებ Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა, – ""მე ახლა ვარ ტრაპიზონში და ზუსტად ორ საათში ჩემს საყვარელ ბათუმში თქვენთან ერთად ვიქნები, რათა ერთად მოვიშოროთ თავს მოხვეული რუსული ოცნება". – თქვა ლევან ვარსალომიძემ.

ლევან ვარშალომიძე უკრაინაში ეროვნული საინვესტიციო საბჭოს ხელმძღვანელად ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიშნა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვარშალომიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს 2004-დან 2012 წლამდე იკავებდა.

2015 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტს იკავებდა, მაშინდელმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, ლევან ვარშალომიძე თავის მრჩევლად დანიშნა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები