თეთრი ლომები

სამხრეთაფრიკელი კონსერვაციონისტი საკუთარმა თეთრმა ლომებმა მოკლეს

0 კომენტარი
ფოტო: BBC

სამხრეთაფრიკელი კონსერვაციონისტი, ვესტ მეთიუსონი, საკუთარმა ორმა თეთრმა ლომმა მოკლა.

მეთიუსონი ლომებს ასეირნებდა, როდესაც ისინი მას თავს დაესხნენ. ერთ-ერთი ლომი აგრესიული გახდა მეორის მიმართ და ყურადღება თავის მომვლელზე გადაიტანა.

ამ ყველაფერს მეთიუსონის ცოლი მანქანიდან შეესწრო, თუმცა ქმრის გადარჩენა ვერ მოახერხა.

შემთხვევის შემდეგ ლომები დააძინეს და გადაშენების პირას მყოფი სახეობების ცენტრში გადაიყვანეს. მოგვიანებით მათ ბუნებაში გაუშვებენ.

ვესტ მეთიუსონს ლომები ლიმპოპოს პროვინციაში არსებულ სადარაჯო Lion Tree Top Lodge-ში ჰყავდა. მან ცხოველები "დახურული ნადირობისგან" [Canned Hunting] იხსნა, როდესაც ცხოველზე დახურულ სივრცეში ნადირობენ, ან, პირიქით, სანადიროდ ამრავლებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები