The Stand

სტივენ კინგის THE STAND-ის ეკრანიზაციის ტიზერი გამოვიდა

სატელევიზიო არხმა CBS-მა სტივენ კინგის ბესტსელერის The Stand-ის ეკრანიზაციის პირველი ტიზერი გამოაქვეყნა.

მომავალ სერიალში მთავარ როლებს ალექსანდერ სკარშგორდი, ვუპი გოლდბერგი, ჯეიმს მარსდენი და ამბერ ჰერდი ასრულებენ.

წიგნის სიუჟეტის მიხედვით დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი უცნობი ვირუსისგან იღუპება, ხოლო იმუნიტეტის მქონე ერთეული ადამიანები ახალ სამყაროში ცხოვრებას სწავლობენ.

კომენტარები