პოლ ტომას ანდერსონი

პოლ ტომას ანდერსონის ახალი ფილმის დეტალები ცნობილია

Just Jared

ამერიკელი რეჟისორი, მაგნოლიას და There Will Be Blood-ის შემქმნელი, პოლ ტომას ანდერსონი ახალ ფილმზე Soggy Bottom-ზე მუშაობს.

ქსელში გადასაღები მოედნიდან პირველი ფოტოები გავრცელდა, რომელშიც მთავარი როლის შემსრულებელი ბრედლი კუპერი პროდიუსერსა და მხატვარს, ჯონ პიტერს ასახიერებს. კუპერის გარდა პროექტში რეჟისორი და მსახიობი, ბენი საფდი მონაწილეობს, რომელიც 1973 წელს ლოს-ანჯელესის მერობის კანდიდატის, ჯოელ ვაქსის როლს ასრულებს. 

პიტერსი 70-იან წლებში ბარბარა სტრეიზანდს ხვდებოდა. ლეგენდარულ მომღერალს, ბენდ HAIM-ის ფრონტვუმენი ალანა განასახიერებს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ახალი დრამა 70-იანი წლების პოპულარული მუსიკალური ფილმის The Star Is Born-ის გადაღებების შესახებ იქნება.

 

კომენტარები