ჩინეთი

ჩინეთი: ჩეხეთის სენატის სპიკერს ტაივანში ოფიციალური ვიზიტი "ძვირად დაუჯდება"

მილოს ვისტრცილი
Reuters

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს წევრის, ვანგ ის განცხადებით, ჩეხეთის სენატის სპიკერს მილოს ვისტრიცილს ტაივანში ოფიციალური ვიზიტი "ძვირად დაუჯდება". ვანგ ის განცხადების გამო ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სამინისტროში ჩინეთის ელჩის დაბარებას გეგმავს.

მილოს ვისტრიცილი ტაიპეიში კვირას ჩავიდა. მისი ვიზიტის მთავარი მიზანი ტაივანსა და ჩეხეთს შორის ბიზნეს ურთიერთობების წახალისებაა. ვისტრილიცის განცხადებით, ჩეხეთი თავს არ მოუხრიდა პეკინის პროტესტს. ვისტრიცილის გადაწყვეტილებამ პეკინის გაბრაზება გამოიწვია, რადგან ჩინეთი ტაივანს მის ნაწილად, ერთერთ პროვინციად მიიჩნევს და თვლის, რომ სახელმწიფო ვიზიტების გამართვის უფლება არ აქვს.

ჩინეთის სახელმწიფო საბჭო წევრის, ვანგ ის განცხადებით, ვისტრილიცს "წინდაუხედავი ქცევა" და "პოლიტიკური ოპორტუნიზმი" ძვირად დაუჯდებოდა, ჩინეთი კი არ აიტანს "ღია პროვოკაციას". თუმცა ვანგს არ უთქვამს, კონკრეტულად რას მოიმოქმედებს ოფიციალური პეკინი.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომას პეტრიჩეკმა აღნიშნა, რომ ვანგ ის განცხადება ზედმეტად უხეში იყო, ახსნა-განმარტებას საჭიროებს და სამინისტროში ჩინეთის ელჩს დაიბარებდნენ.

მილოს ვისტრილმა აღნიშნა, რომ ვანგ ის განცხადება ჩეხეთის საშინაო საქმეში ჩარევაა.

ჩეხეთის სენატმა 50 ხმით ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ტაივანში მილოს ვისტრიცილის ვიზიტს. ვისტრიცილის ვიზიტი იქნება ჩეხი პოლიტიკოსის მიერ ტაივანში უმაღლესი დონის ვიზიტი.

ვისტრიცილამდე ამ ვიზიტის განხორციელება მის წინამორბედს, იაროსლავ კუბერას სურდა, თუმცა, ის 20 იანვარს მოულოდნელად, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. მისმა ოჯახმა აპრილში განაცხადა, რომ ჩინეთის მუქარამ კუბერას უეცარი სიკვდილი გამოიწვია. იანვარში ჩინეთის საელჩომ ჩეხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კუბერა ტაივანს ეწვეოდა, კონტინენტურ ჩინეთში ჩეხეთის კომპანიებს, მაგალითად, Volkswagen-ის დაქვემდებარებულ კომპანიას Skoda Auto-ს პრობლემები შეექმნებოდა.

კომენტარები