ჭიათურის მაღარო

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა

flickr.com

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა. ინფორმაცია ტაბულას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ადგილობრივმა წარმომადგენელმა, პაატა სამხარაძემ, დაუდასტურა. შემთხვევა 1 კვირის წინ მოხდა.  

სამხარაძის ინფორმაციით, კაცს ტრაქტორმა გადაუარა. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები